logo
ENG



მელია: 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს

13 მაი 202115:09
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ახლა ვითარება სრულიად შეცვლილია და რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს.

"ვითარება არის სრულიად შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევას ამ ეტაპზე. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამ ეტაპზე ეს მგონი ისედაც ცხადი იყო", - განაცხადა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები 15 მაისს მასშტაბურ, შემაჯამებელ აქციას გეგმავდნენ

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. შეთანხმება ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის 19 აპრილს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შედგა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ. 

დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა

ენმ-ის წევრების თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხზე ისინი ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იმსჯელებდნენ.

მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა, რის შემდეგაც პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს. 

 


close დახურვა